ირაკლი ოქრუაშვილის ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილის ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ბრალის წარდგენის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნება, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი გუშინ დააკავეს, მას ბრალად 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოქრუაშვილს 6 -დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.