ოპოზიციური პარტიის, „გამარჯვებული საქართველოსთვის“ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი დააკავეს.
როგორც ცნობილი გახდა,საგამოძიებო უწყება კობა კოშაძეს, იარაღის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში საგანგებო 18:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.
კოშაძე ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. კოშაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს.დაკავებულის მეუღლის თქმით, კობა კოშაძეს იარაღი არასდროს ჰქონია.