თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობაა.
როგორც მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ როდის შეძლებს ადვოკატი სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, ირაკლი ოქრუაშვილს იმავე ბიუროდან სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.
ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომას დღესაც არ ესწრებოდა.
ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.
გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.