ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები დაითხოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები დაითხოვა. აცილების  შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა. მან  მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროსტესტის ნიშნად დღესაც არ დასწრებია. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს სავალდებულო წესით ადვოკატი დაენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.