ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი 20-21 ივნისის საქმეზე დააკავეს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ ციხიდან წერილი გამოაგზავნა.
„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც “რუსთავი 2-ს” და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩუმებს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.