პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში პოლიტიკოსები ჩაუდგებიან. ამის შესახებ “2020NEჭშ”-ს ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გაცნობა მოხდება და ამასთანავე მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ჭაბაშვილის განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და გირაოს სახით 500 000 ლარს შესთავაზებენ.
“ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გაცნობა მოხდება, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ. გარდა ამისა, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების საკითხზეც უნდა იმსჯელოს, დატოვოს ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში, თუ შეცვალონ ღონისძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოვითხოვთ და გირაოს შევთავაზებთ 500 000 ლარის ოდენობით, ასევე პირადი თავმდებები გვეყოლება პოლიტიკოსები და არა მარტო ისინი”, – განაცხადა ჭაბაშვილმა.