ირაკლი შოთაძე შესაძლოა მთავარ პროკურორად დააბრუნონ

ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე შესაძლოა თანამდებობაზე დააბრუნონ. 

საპროკურორო საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინეს. საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩის გახმაურებული საქმის გამო დატოვა. მის გადადგომას ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები მას შემდგომ ითხოვდნენ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 9 კანდიდატია წარდგენილი.