“ქართული ოცნების” ფრაქციის წევრის, გია გაჩეჩილაძის თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან მან საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ჩაუყარა საფუძველი. მისივე აზრით, შოთაძე პროფესიონალია და დიდი გამოცდილება აქვს.
გაჩეჩილაძეს შოთაძის მიერ სამართლიანობის აღდგენის არგუმენტად იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნა მოჰყვას.
,,მარტო იმიტომ დავუჭერ შოთაძეს მხარს, რომ ჩემი მეგობრის, იურა ვაზაგაშვილის საქმე გახსნა, რომელიც სასაფლაოზე, თავის შვილის საფლავზე ააფეთქეს. და ვინ ააფეთქა თქვენ კარგად იცით და ვისი წევრი იყო ის, ვინც ზის ახლა ციხეში ამის გამო. ამიტომ მაგათ გამართლებას არ გირჩევთ, იმიტომ, რომ ეს არის მკვლელების და დამნაშავეების ჯგუფი “,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, ისინი მას მხარს დაუჭერენ, ოპოზიცია კი მისი დანიშვნის წინააღმდეგია.














