თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების მიზეზი, “რუსთავი2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.
ირინა ოქრუაშვილი პოლიტიკურ რეპრესიებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ივანიშვილმა ოქრუაშვილის დაკავება პირადი შურისძიების გამო გადაწყვიტა. საქმე ეხება მწვავე კრიტიკას, რომელსაც ოქრუაშვილი “ოცნების” ლიდერის მიმართ გამოთქვამდა.
„დღესდღეობით არ არსებობს მიზეზი ირაკლისთვის თავისუფლების აღკვეთის. ერთადერთი იმას დავამატებ რომ თუ სამართლიანობა არსებობს ამ ქვეყანაში, ის აუცილებლად იზეიმებს და ირაკლი ოქრუაშვილს გამოუშვებენ. ეს უკავშირდება “რუსთავი 2”-ის საქმეს და არამარტო. ზოგადად, ივანიშვილის მიმართ მის გამოსვლებს და ოპოზიციურ ქმედებებს,“-განაცხადა ირინა ოქრუაშვილმა.
ირინა ოქრუაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლებთან ერთად არასამთავრობო ორგანაზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მისი მეუღლის ბრალთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. დღის ბოლომდე დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.
ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი უკვე დარეგისტრირდა.