ირანი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ჩასვლაზე უარი თქვან, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის

{{ARTICLEIMAGE}}
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზეზად ასახელებს საქართველოში გრიპის ვირუსის, H1N1-ის გავრცელებას. სამინისტრო ირანის მოქალაქეებს ურჩევს, რომ შემდგომი შეტყობინების მიღებამდე, უარი თქვან საქართველოში მოგზაურობაზე.