ირანის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს 4.7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ირანში , ქალაქ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან 4.7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მას გართულებები არ გამოუწვევია. 

მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ ირანის ბუშერის პროვინციაში, ქალაქ ბორაზჯასთან 44 კილომეტრში დაფიქსირდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, მიწისძვრა დღეს დილით, ირანის დროით 05:50 საათზე მოხდა.

ირანის პირველ ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის აგებულია, შეუძლია 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლოს – წერია მოსკოვის ენერგეტიკისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დასკვნაში.