ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტებმა ჩამოაგდეს. შეიარაღებული ძალების გენშტაბის განმარტებით, ეს ,,ადამიანური შეცდომა იყო”.
ირანი ირწმუნება, რომ მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმფრინავს მაშინ ესროლეს, როცა ირანის რევოლუციური გვარდიისთვის მგრძნობიარე ადგილს მოუახლოვდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ირანი უარყოფდა, რომ უკრაინული ბოინგ-737 ჩამოაგდო და ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებდა.
თვითმფრინავმა კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. დაიღუპა 180-მდე მგზავრი.