ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

დღეს უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 თეირანის აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. ის დედაქალაქ კიევში მიფრინავდა.

შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა, 180 ადამიანი დაიღუპა.