ირინა ონაშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ირინა ონაშვილის სახლის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული, ოჯახის დამხმარე ქალი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს-ამის შესახებ ინფორმაციას ირინა ონაშვილი ავრცელებს.

მოდელისთვის უცნობია, რა მოტივით გაათავისუფლეს ქალი პატიმრობიდან.

“ვიცი, რომ გაათავისუფლეს, 2-თვიან პატიმრობაში იმყოფებოდა. სამართლებრივად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ზუსტად არ ვიცი. საბოლოოდ როგორ შეთანხმდებიან, არც ამაში ვარ ჩახედული”-აცხადებს ონაშვილი.

ფაქტი გასულ წელს შემოდგომაზე მოხდა.მის საქართველოს თქმით,მოპარული,  დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაული მისთვის ჯერ არ დაუბრუნებიათ.

ირინა ონაშვილი აცხადებს, რომ   მისმა დამხმარე ქალმა ძვირფასი ნივთები სხვა ოჯახებიდანაც მოიპარა.

ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.