{{ARTICLEIMAGE}}
ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ქართველები ლიდერობენ – ამ სათაურით სტატიას ირლანდიური გამოცემა Irishtimes აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ 2018 წელს თავშესაფრით მთხოვნელთა რიცხი გაიზარდა და პირველი 11 თვის განმავლობაში 409 ასეთი ადამიანი დაფიქსირდა. საქართველო მაჩვენებლით ახლოს იყო სირიასთან, რომელიც ამ სიას 2017 წელს ედგა სათავეში. “მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტმა გავლენა მოახდინა ზოგ მოქალაქეზე, რომ დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა არის სხვა მიზეზებიც: ცხოვრების დონე, განათლება და ჯანდაცვა, სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე მთავარ როლს თამაშობს, ვიდრე პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება”, წერს გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელ დასკვნაზეა საუბარი.