{{ARTICLEIMAGE}}ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია. გამოკითხულთა 21% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 6% პასუხი არ აქვს ამ კითხვაზე.
რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: 55% – საჭიროა, 40% არ არის საჭირო, ხოლო 5%-მა პასუხი არ იცის.
ასევე, კითხვაზე, საჭიროა თუ არა რეპეტიტორი სკოლაში კარგად სწავლისთვის, პასუხები ასეთია: საჭიროა – 47%, არ არის საჭირო -48, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.














