{{ARTICLEIMAGE}}ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. გამოკითხვისას მოსახლეობას უსვამდნენ კითხვას იყვნენ თუ არა ისინი დასაქმებულნი სრული ან ნახევარი განაკვეთით, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ. მთავარია ამას მოჰქონდეს შემოსავლი. კითხვაზე გამოკითხულთა 37% პასუხობს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.
ასაკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები და 18-34 წლის ადამიანები არიან.ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ყველაზე მაღალი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია.
გამოკითხვის მიხედვით თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს ქალების 65%, ხოლო კაცები 55%.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი 2.1%-ია.














