ონლაინ გამოცემა “PRESA.GE”-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია. კაპანაძე ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი. კაპანაძე შსს-ს ავტომობილს იღებდა რომელშიც სპეციალური ეკიპირება იყო. გიორგი კაპანაძე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაჰყავთ.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.