IRI-ის ნდობის რეიტინგში ეკლესია პირველ ადგილზე აღარ არის

IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი.

ხოლო წინა კვლევის მიხედვით, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, ეკლესიამ რეიტინგში პირველობა დაკარგა. მისი რეიტინგი 85%-ია.

ახალი კვლევით არმიისა და ეკლესიის შემდეგ მესამე ადგილზე ქართული მედიაა, მეოთხეზე პოლიცია.