ის, რაც ბატონმა ლევანმა უთხრა ჟურნალისტს, ეს არის არარაინდული-სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარია ლევან ვასაძის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიზნესმენის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება არარაინდული საქციელი იყო.

“ჟურნალისტები ძალიან დაიჩაგრნენ ამ პროცესში და მათზე ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა. ესეც უჩვენებს იმათ, რომ ამ ადამიანებს აგრესი აქვთ არამარტო თემის წარმომადგენლების მიმართ, არამედ ყველას მიმართ, ვისაც ისინი თვლიან, რომ მათგან განსხვავებულად ფიქრობენ. ასე მოხდა ჟურნალისტების შემთხვევაში, ასე მოხდა ჩემი თანამშრომლების შემთხვევაში. უბრალოდ, მე ვიტყოდი, რომ ის, რაც ბატონმა ლევანმა უთხრა ჟურნალისტს, ეს არის არარაინდული. თუ მას აქვს პრეტენზია რომ ის არის რაინდი, ასეთი საქციელი ნამდვილად არ შეეფერება რაინდს”, -განაცხადა ლომჯარიამ ტვ პირველის პირდაპირ ეთერში.