“ის რაც საქართველოში ხდება, არის ანტირუსული ისტერია”- ნინო ბურჯანაძე

“ის რაც საქართველოში ხდება, არის ანტირუსული ისტერია”- ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” გააკეთა და ვრცელი ინტერვიუ მისცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ანტირუსული ისტერია პროდასავლურმა ძალებმა მოაწყვეს.რაც შეეხება გავრილოვს, ბურჯანაძე თვლის, რომ  რუსი დეპუტატი არაფერ შუაშია და  ის იქ დაჯდა, სადაც მიუთითეს.

“თავიდან აქცია მართლაც გულწრფელი პროტესტით დაიწყო, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების სისულეების გამო და აქ რუსეთი და გავრილოვი არაფერ შუაში არიან. გავრილოვმა მხოლოდ და მხოლოდ ის ადგილი დაიკავა, სადაც უთხრეს. ეს პროტესტი პროდასავლურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენეს და ანტირუსულ ისტერიად აქციეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ ინტერვიუში.

“იზვესტიასთან” საუბრისას ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა , რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებს ხელისუფლება,რადგან ეშინიათ  ამერიკას არ აწყენინონ.