ისანში დამამძიმებელ გარემოებაში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბერდია სურმავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიებად 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, სურმავამ დედა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა და შემდეგმისი გვამი დაწვა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.