ისანში წლინახევრის ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან წლინახევრის  ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.