“ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვა” – დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და “ლელოს” დამფუძნებელი მკაცრად გააკრიტიკა.
“შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა.
თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ.
აბა რას ნიშნავს ვინმე დაიბარეს?!
ან რატომ მიდიან „დაბარებულები“?!
გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და მითუმეტეს ის ღირებულებები, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ.
პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი, იმიტომ რომ, ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ.
რაც შეეხება პირადად მამუკა ხაზარაძეს, ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში.
ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე…
ზოგადად კი, ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს.
ხალხის გადაგდებაშიც, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, – წერს ჭიჭინაძე.