“ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ”-თეა წულიკიანი

“ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ” – თეა წულუკიანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემას ეხმაურება, 

იუსტიციის  მინისტრი ამბობს, რომ არ უნდა იწვევდეს საზოგადოების უკმაყოფილებას ის ფაქტი, რომ გამავრცელებლების დაკავება ხდება და ყველამ უნდა დავიცვათ სხვისი პირადი ცხოვრება.

“პირი ვისზეც ეჭვი არსებობს, რომ ღამით მან გაავრცელა ეს კადრები დაკავებულია. ეს არის დანაშაული და საზოგადოებამაც გაკიცხოს ეს საქციელი იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება არის დაცული ღირებულება, ამას იცავს კონსტიტუცია, ამას იცავს ჩვენი კანონი. ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება დავიცვათ. როდესაც არ ხდება ამის დაცვა ინდივიდების მიერ იქ უკვე ერევა საგამოძიებო ორგანო ხდება დაკავება, ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ეს არ უნდა იწვევდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

პირი ,რომელიც სამართლდამცველებმა გუშინ გვიან ღამით აიყვანეს, სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, კადრების გავრცელების პირველწყარო იყო. 19 წლის მირიან მჟავანაძე ბათუმთან ახლოს სოფელში აიყვანეს.