„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ Fox News-ი ინფორმაციას პენტაგონისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერიი სირიის იდლიბის პროვინიციაში სპეცოპერაციისას მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს.
ოპერაციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „რაღაც ძალიან დიდი მოხდა.“