ისრაელმა და ღაზის სექტორის მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
4-5 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა გაუშვეს. ისრაელმა კი ღაზის სექტორში 320 სამიზნე დაბომბა. იერიშების შედეგად, ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის საპასუხო შეტევას კი ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა.