{{ARTICLEIMAGE}}ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით მათ სირიის ტერიტორიაზე შეტევა მიიტანეს “ალ– ქუდსის“ პოზიციებზე. ეს არის ირანის ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსის ელიტარული ქვედანაყოფი.
ებრაელი სამხედროები ოპერაციის დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიადარტყმა სირიის დედაქალაქის, დამასოკს მახლობლად ორშაბათს დილით განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის არმიამ ოპერაციის დაწყების შესახებ ორშაბათს დილით ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.
ბრიტანეთში ბაზირებული სირიის მონიტორინგის ცენტრი, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწევს მონიტორინგს აცხადებს, რომ ისრაელის რაკეტები სირიის დედაქალაქის გარეუბნებზე იყო დამიზნებული.
უფლებადამცველების ინფორმაციით რაკეტებმა იარაღის საწყობები და სამხედრო ობიექტები გაანადგურა, რომლებიც ირანს და ირანის მიერ მხარდაჭერილ მოძრაობა “ჰესბოლას“ ეკუთვნოდა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 4 ადამიანი.
კვირას ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო შეტევის განცორციელება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჰოლანის მთების თავზე რაკეტა გაანეიტრალა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას ჩადში ვიზიტის დროს გამართხილებელი განცხადება გააკეთა:
“ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა სირიაში ირანის სამხედრო ყოფნის წინააღმდეგ. ჩვენ მივაყენებთ ზიანს მას, ვინც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.