ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ოთხმეზური საგამოძიებო ორგანოში ე.წ. შეწყალების საქმეზე დაიბარეს.
ოთხმეზურმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 24 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.