იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ მოდუნოს ისტორიულ ცენტრში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა სახლში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მატერიალურ–ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ ბინების საძარცვავად. სპეცრაზმის ოპერაცია ერთი ქართველის დაკავებით დასრულდა. მისმა თანამზრახველმა კი შენობის სახურავიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მოგვიანებით ისიც დააკავა. პოლიციის ინფორმაციაში ასევე ნახსენებია ქალი, რომელიც სახლში იმყოფებოდა. სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ამ ჯგუფმა ქალაქ ბრინდიზში ბინა გაძარცვა. პოლიციამ სახლში ჩხრეკისას სწორედ ამ სახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინა: 500 ევრო , ტელეფონი, აიპადის კლავიატურა, ფლეისთეიშენი და ქალის საათი.

იტალიური მედიის ინფორმაციით ჩხრეკისას სახლში აღმოჩნდა ბევრი საეჭვო წარმომავლობის ნივთი, რომელთა კანონიერი მფლობელობა და წარმომავლობა ორმა ქართველმა ვერ დაადასტურა: მათ შორის სხვადასხვა მარკის 16 საათი, ნოუთბუქები, ნავიგატორები, სამზარეულოს ნივთები და 58 ახალი კარტრიჯი. ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა ბინების გატეხვისთვის საჭირო ნივთები და გასაღებები, რომლებიც დაჯავშნული კარის გასაღებად გამოიყენება.

ბრინდიზში გაძარცული სახლის მეპატრონეები მოდენაში ჩავიდნენ და მათ პოლიციამ მოპარული ნივთები დაუბრუნდა. იტალიის პოლიცია მუშაობს იმისათვის, რომ ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი სხვა ქურდობის ფაქტებიც დაადგინოს.