იტალიაში გადაბრუნდა ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. დაღუპულია 40 წლის ქალი.ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა. 30-ზე მეტი მგზავრი დაშავდა, 4 მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ტურისტები სიენადან ფლორენციაში მიემგზავრებოდნენ.