იტალიაში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 205-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა პარასკევს დაფიქსირდა. გარდაცვლილი 78 წლის მამაკაცია, რომელიც ვენეტოს რეგიონში იმყოფებოდა.

ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. ასევე დაიხურა მაღაზიები. იტალიის მოქალაქეებს, სპეციალური ნებართვის გარეშე, ორი კვირის განმავლობაში ქალაქებში გადაადგილება შეეზღუდებათ.