იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყობაში ადანაშაულებენ.
90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.
როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით, დასტურდება რომ მოხუცისადმი არასათანადო მოპყრობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
52 წლის ქართველი ბარის ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალი წაუყენეს მოხუცისადმი არასადანადო მოპყრობისთვის, დაზიანებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.