იტალიაში ქართველი გოგოს მკვლელი დააკავეს

სამი თვის წინ მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგოს, იზა ქავთარაძის საქმეზე იტალიური მედია ახალ დეტალებს ავრცელებს. მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 37 წლის აფრიკელი მამაკაცი, მოჰამედ კაგბო, რომელმაც მას სავარაუდოდ ჰეროინის მომაკვდინებელი დოზა მიჰყიდა.
როგორც ირკვევა კაგბო თავიდანვე იყო ეჭვმიტანილი ამ საქმეში და მას სამართალდამცავები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ბოლოს კი ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავეს. პოლიცია მას დამნაშავედ თვლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეში.
27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა და მილანის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. 31 მარტს მისი ცხედარი მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. „ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა მაშინ იტალიურმა პრესამ პრესა ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ სტატია.
გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თავიდანვე ნარკოტიკების ზედოზირება დასახელდა.