იტალიაში საქართველოს მოქალაქე ავტობუსში დაჭრეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა რომში, სამგზავრო  ავტობუსში მოხდა. მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. 

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით,მაროკოელმა საქართველოს მოქალაქეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა  დააკავეს.