იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში მინიმუმ 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსის შესაჩერებლად დაიხურება მუზეუმები, სპორტული დარბაზები, აუზები და სათხილამურო კურორტები.
კარანტინი 3 აპრილამდე გაგრძელდება ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე რეგიონში.
ამ რეგიონებში როგორც შესვლა, ისე გამოსვლა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, იკრძალება.
ამ დროისთვის იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 5883-ია, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.