იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნაცნობები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქალი, ტბაში იპოვეს. ქალი თავის დაბადების დღეზე გაუჩინარდა, ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ. თამარ ნეფარიძე რუსთავიდან იყო.
როგორც ცნობილია, იგი იტალიაში სამუშაოდ 5 წლის წინ წავიდა და მომვლელად მუშაობდა.
ტბაში დამხრჩვალი ქალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იტალიურ პრესაში გავრცელდა.
როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს საქართველოში,ამ ეტაპზე უცნობია.