იტალიიდან ჩამოსული 20 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისში, მილანიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე  20 წლის გოგონა, ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5.

პაციენტს მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და სავარაუდოდ, კორონავირუსი არ აღენიშნება.

თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და სამედიცინო დაწესებულებაში პასუხს ხვალ დილამდე ელოდებიან. პაციენტი ამ დრომდე  ბოქსირებულ პალატაში რჩება.