იტალიიდან მილიონიანი ნაძვის ხის შემდეგ, თბილისის მერს 1,800 000 ლარის სკამები ჩამოაქვს

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამად სკამები იტალიაში შეუკვეთა, რომელიც  1.800 000 ლარი ჯდება. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერიამ  თითო სკამში 12.000 ლარი გადაიხადა. 

კახა კალაძის გადაწყვეტილებით,  თბილისში, ჭავჭავაძის განახლებულ გამზირზე უნდა დაიდგას 155 ქუჩის სკამი. 

ოპოზიციისთვის,გაუგებარია თუ  რატომ უნდა გადაიხადოს მერიამ მოსახლეობის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა, მაშინ როდესაც შესაძლებელია სკამები ქართულ კომპანიებს  შეუკვეთონ და ერთ სკამში 12 000 ლარიის ნაცვლად 500 ლარი გადაიხადონ.

საახალწლო დეკორაციებში თბილისის მერიამ 1 249 999 ლარი დახარჯა.