საქართველოს პარლამენტoს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მათ დაზიანებები მიიღეს.