ბესელიას ყოფილი კომიტეტი ანრი ოხანაშვილმა ჩაიბარა

{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 126 დეპუტატი იმყოფებოდა. მის კანდიდატურას დარბაზში მყოფ 126 დეპუტატიდან 98-მა დაუჭირა მხარი, ოთხმა დეპუტატმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. (გედევან ფოფხაძე (ქართული ოცნება); დავით ჭიჭინაძე (დამოუკიდებელი დეპუტატი); ნატო ჩხეიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი); ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რომელიც ამ თანამდებობის დატოვებით დაუპირისპირდა მმართველ გუნდს. ცნობილია, რომ ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებდა.