იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.
25 ოქტომბერს შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.
შეწყვეტის მიზეზად გვრიტიშვილი ასახელებს, რომ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.