იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებსა და მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებულ სკანდალზე იმსჯელეს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე. მოსამართლეებმა გამოსვლებში ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მწვავედ გააკრიტიკეს. მათი თქმით, სასამართლო სისტემაში არანაირი კლანი არ არსებობს და იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრები მიზნამიმართულად ცდილობენ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. მოსამართლეების კრიტიკის სამიზნეები გახდნენ დღეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, რომლებმაც საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა სია არაერთხელ გააკრიტიკეს
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც გამოვიდა. მისი გამოსვლა დაგეგმილი არ იყო, თუმცა კრიტიკის შემდეგ სიტყვა ითხოვა . ჯანეზაშვილმა კლანურ მმართველობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ დღეს სასამარტლო სისტემაში განსხავევული აზრი არ არსებობს. ჯანეზაშვილმა დღევანდელ შეკრებას კომუნისტური ყრილობა უწოდა. მის ამ განცხადებებს კონფერენციაზე მოსამართლეთ ამხრიდან ხმაური და საპასუხო განცხადებებიმოყვა
მოსამართლეებისგან გასხვავებული მოსაზრება დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლმა დააფიქსირა. მზია თოდუას თქმით, სასურველი იყო, რომ კანონმდებლებს კრიტერიუმები კანონში გაეწერათ. თოდუას თქმით, სასურველი იქნებოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტში დისკუსიის შემდეგ წარედგინათ.
თოდუას დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ 10-კაციანი სია პარლამენტში ყველანაირი პროცედურის დაცვით წარადგინეს კონფერენციის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეთა კორპუსში არსებულ ერთსულოვნებაზე ისაუბრა . მურუსიძის თქმით, მოსმართლეთა კორპუსი სასამართლოს დამოუკიდებლობის გარშემოა გაერთიანებული.
მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე ერთობლივი მიმართვა მიიღეს. და განაცხადეს, რომ მათი მიზიანი „დამოუკიდებელი და ჯანსაღი სასამართლო სისტემის არსებობაა “.მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას 273 მოსამართლე დაესწრო .