იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება.

გასაუბრება დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5-მა კანდიდატმა უნდა გაიაროს.

17 ივლისსგასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად  ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.