“ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყება სექტემბრიდან, ბიძინა ივანიშვილს მთავარი შოუ წინ აქვს”- ასე განაცხადა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტვ “კავკასიის” გადაცემა ბარიერში. მან ასევე აღნიშნა რომ მისი გადაცემა ახალი სეზონიდან მაყურებელს სხვა ფორმატს შესთავაზებს თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ მაინც გაგრძელდება.
“მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მოდი დავარქვათ ბიძინა ივანიშვილი. მე მგონია რომ ისინი ელოდებოდნენ რომ ჩვენ რაღაცნაირი პროტესტი გვექნებოდა, ნიკა გვარამია არ დაემორჩილებოდა სასმაართლოს გადაწყვეტილებას. მათ ეს ვერ მიიღეს ჩვენგან ვერ მიღეს პროტესტი, ჩვენგან ვერ მიიღეს ბუნტი და ვერ მიღეს დემარში და ჩვენ ამით ბიძინა ივანიშვილი გაკვირვებული დავტოვეთ. იმიტომ რომ ჩვენა არ გვქონდა პლან “ბ” და არც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პლან “ბ” და რაღაცა დინებას მიყვება. ჩვენ შევთავაზეთ მას ნერვების ომი რაზე მათ გვითხრეს რომ კი რაზეა საუბარი.რადგან ჩვენ ამ გზით წავედით,ალბათ ჩვენ ამ ნერვების ომს აღარ წავაგებთ.მისი ხელწერა არის ნელა მოქმედება. ნელა მოქმედებს არსად არასოდეს არ ეჩქარება. მიუხედავად იმისა რომ ეხლა სხვა დროა და ცოტა ხანდახან ნერვები უმტყუნებს, ის შეეცდება ნელ-ნელა მოგვგუდოს. ძალიან უცნაური სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ტელევიზიას რომელიც მას აგინებს. რა თქმა უნდა ეს ეს ივანიშვილის ფული არ არის მაგრამ ქიბარ ხალვაშმა ფული ივანიშვილის გავლენით მოიგო. ხალვაშმა აიღო კრედიტი მაგრამ ივანიშვილი რომ არა ხალვაში ამ პროცესს ვერ მოიგებდა.”- ნანუკა ჟორჟოლიანი.
“საკითხი დგას ასე, თუ შაბათის კურიერი არ იქნება ეს ნიშნავს იმას რომ სარედაქციო პოლიტიკაში ისინი უკვე ჩაერივნენ. ჩემთვის მთავარი ხაზი გადის კურიერზე და ნოდარ მელაძეზე. თუ კურიერში დავინახავ სიუჟეტს თუ რა სარგებლობა მოაქვს დენდროლოგიურ პარკის უნიკალურობას და როგორ დადიან ხეები აქეთ იქით მე მივხვდები რომ მანდ აღარ უნდა გავჩერდე.”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა