“ივანიშვილი არის ორჯონიკიძე მაგრამ არ გამოსდის ეს ორჯონიკიძეობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ “- დავით აქუბარდია

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დავით აქუბარდიამ განცხადება გააკეთა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა.

„რუსები სხვანი არიან და მათი ეს პოლიტიკური ელიტა არიან იმპერიალისტები და ამ იმპერიალისტებთან, რატომღაც უცნაურ ტანგოს ცეკვავს ჩვენი ბიძინა ივანიშვილი და ეს არის პრობლემა ჩვენი. გავმიჯნოთ უნდა მათი იმპერიული, აგრესიული რაღაცა წიაღსვლები და ჩვენი ხელისუფლების ეს უბედურება და საშინელება. უწვებიან, ცუდს აკეთებენ. მართლა გეუბნებით, ორჯონიკიძე მონაგონია. ალბათ გეხსომებათ, სტალინმა რომ ორჯონიკიძეს წერილი მისწერა – დასტური არის აიღე ქალაქიო. არც პუტინი არის სტალინი და არც ბიძინა ივანიშვილი არის ორჯონიკიძე, ან არ გამოსდის ეს ორჯონიკიძეობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ, ჩვენი ახალგაზრდობა დგას აქ და მე მეამაყებით ყველა,“ – აღნიშნა დავით აქუბარდიამ.