“ივანიშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ უწიგნური კაცი”,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით გაავრცელა.
ივანიშვილი წერილში 9 აპრილის თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს, წერილის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მმართველობასა და ოპონენტების კრიტიკას ეთმობა.