ბურჯანაძე: ეს იყო ივანიშვილის მიერ ნაყიდი პრეზიდენტის კურთხევა

{{ARTICLEIMAGE}}
დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სავარძელი იყიდა და ჩასვეს ადამიანი, რომელიც მეორე ტურში პრაქტიკულად საერთოდ არ გამოჩენილა. ბურჯანაძის შეფასებით, ეს იმითაც გამოჩნდა, რომ ინაუგურაციაზე სახელმწიფოები მაღალი დონის დელეგაციებით არ იყვნენ წარმოდგენილები. 

“ორი სახელმწიფოს გარდა, დონე რასაც ჰქვია, სხვა ქვეყნები გარკვეულ დონეზე არ იყვნენ წარმოდგენილები. უკრაინიდან ჩამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. სახელმწიფოდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა ქალბატონი სალომე, ყოფილი თანამდებობის პირი ჩამოვიდა. ევროკავშირიდან ჩამოვიდა საგარეო საქმეთა მმართველის თანაშემწე”,თქვა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველის” ეთერში. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილიც ისეთივე დანიშნული პრეზიდენტი იყო, როგორც დღეს სალომე ზურაბიშვილია.