“ივანიშვილი გაბრაზებულია, იმიტომ რომ ვერ გაგვაჩუმა”-ეკა ბესელია

“ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა” – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას  გააკეთა.

„გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმა და ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმიტომ, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო და უკაცრავად, მაგრამ როცა საქმე ამ ქვეყნის მომავალს ეხება, იდეალებს ეხება, სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი და ვერავის გამო ვერ გავჩუმდები,“ – აცხადებს ეკა ბესელია.