ივანიშვილი გახარიას თალაკვაძით შეცვლის. რა ცვლილები იგეგმება მთავრობაში ახალი წლის შემდეგ

ტვ პირველის ინფორმაციით ახალი წლის შემდეგ პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას არჩილ თალაკვაძე შეცვლის. მიზეზი მოქმედ პრემიერთან ვანიშვილის უთანხმოებაა. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით გახარიამ ივანიშვილს იმედები ვერ გაუმართლა. პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს უსაფუძვლო ვარაუდია.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ხელმძღვანელი, დავით ჭიჭინაძე . ის ამბობს, რომ პოლიტიკურ კულუარებში გახარიას თალაკვაძლით ჩანაცვლებაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, გახარიას რესურსი სრულად ამოიწურა და მისი დანიშოვნა არაფრის მომცემი აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის. არჩევნების ჩატარება ასეთი მკვდარი და უვარგისი მთავრობით ოცნებისთვის პრობლემა იქნება. ჭიჭინაძის თქმით ამ ეტაპზე თალაკვაძე ყველაზე ტექნიკური და ყველაზე ლოიალური ფიგურაა.

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების გარდა ცვლილებები შეეხება მინისტრთა კაბინეტსაც. შესაძლოა გაერთიანებული სამინისტროები ისევ გაიყოს. ტვ პირველის ინფორმაციით ივანიშვილი შესაბამის კადრებს უკვე ეძებს.

ოცნება ამბობს, რომ მთავრობას შესაცვლელი არაფერი ჭირს და ინფორმაცია საახალწლო ხუმრობას გავს. გია ვოლსკი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება და მთავრობა სტაბილურია.